პოლიტიკა
კახა კუკავა მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

saakashvili2საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრი კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტისგან, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში რუსეთის "ფე-ეს-ბე"-ს გენერლების მონაწილეობის დადასტურებას ითხოვს. კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტს ერთი კვირის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებს მიმართოს სასამართლოს 10000-ობით ადამიანის ხელმოწერით, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაში.

კუკავა პრეზიდენტისგან სასამართლო წესით, ბოდიშის მოხდას ითხოვს გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინაშე. როგორც გუშინდელ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, 2007 წლის 7 ნოემბერი "ფე-ეს-ბე"-ს გენერლებისა და ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო ორგანიზებული. კუკავა აღნიშნულ საკითხებში კომპეტენტურია, ვინაიდან ის 1997-2001 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში - იუსტიციის საბჭოში და სახელმწიფო დაცვის სამსახურში. კუკავას აღნიშნული ბიოგრაფიული მონაცემები ,,კონსერვატიული პარტის’’ ვებგვერდზეა მითითებული. ამის გამო კახა კუკავა ქვეყანაში მყოფ უცხო ქვეყნებისა და ადგილობრივ აგენტურაზე გაცილებით დიდი ინფორმაციას ფლობს, ვიდრე დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.