სამართალი
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, 1960 წელს დაბადებული გიორგი მერლანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი.