სამართალი
საქინფორმი: „მთავარია, რომ „აფრიკაში“ გაყიდული ქართული ტანკები სირიელი ბოევიკების ხელში არ მოხვდეს“

1-samart-1-koersantiსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტანკებისა და ვერტმფრენების გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ სტატიაში - საქართველო თავდაცვაზე გადადის რუსული კომერსანტი წერს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში მძიმე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის Т-55 და Т-72 ტიპის  ტანკების, ასევე МИ-8 ტიპის ვერტმფრენების გაყიდვას გეგმავს, რათა დასავლური ტიპის ანტისატანკო სისტემები შეისყიდოს. „კომერსანტის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის ახალ გეგმაზე, სამხედრო სფეროს პრიორიტეტების კორექტირებაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსების, მათ შორის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კი არცთუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ამიერიდან არმიის პრიორიტეტი თავდაცვითი შეიარაღებით აღჭურვა გახდება“.

„კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე ქართველ სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ომის პირობებში არმიის შეიარაღებაში არსებული ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა უკვე გამოუსადეგარია.

ექსპერტმა 2007–2008 წლების პრიორიტეტიც გაიხსენა, როდესაც შეიარაღებული ძალების პირველი ამოცანა მძიმე სამხედრო ტექნიკის შესყიდვა იყო.

„მაგრამ 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე რუსეთია, შეიარაღებაში არსებული ტანკების რაოდენობა უმნიშვნელოა“, – აღნიშნა ალადაშვილმა და დასძინა, რომ „საბჭოთა მოდელის ტანკები შეიძლება, აფრიკაში გაიყიდოს, ხოლო მიღებული თანხით დასავლური წარმოების სისტემები იქნას შეძენილი“.

საქინფორმი: „მთავარია, რომ „აფრიკაში“ გაყიდული ქართული ტანკები სირიელი ბოევიკების ხელში არ მოხვდეს“, რადგან საქართველოს უკვე აქვს შესაბამისი მწარე გამოცდილება - როცა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას (და არა მარტო მისი), უკრაინისა და ისრაელის შეიარაღება, რომელსაც „ქართული არმიისთვის“ ყიდულობდნენ, მესამე ქვეყნებში ხვდებოდა...