საზოგადოება
ალენ დელონი: “ქალები უნდა გვიყვარდეს, მათ ვეარშიყოთ და არა კაცებს! დაე, დაქორწინდნენ, ეს ფეხებზე მკიდია, მაგრამ არ მინდა, რომ მათ შვილის აყვანის უფლება მისცენ!”

1-obS-2-alen-delonსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. France 5-ის პროგრამა “C à vous”-ს ახალ წამყვან ან-სოფი ლაპიქსთან ინტერვიუში, შეკითხვაზე ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ალენ დელონმა უპასუხა, რომ არაფერი აქვს “გეების საწინააღმდეგო, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ჰომოსექსუალიზმს “არაბუნებრივად” მიიჩნევს”. ცნობილი ფრანგი მსახიობის ამ სიტყვებმა საფრანგეთში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია.

“დიახ, ეს ბუნებას ეწინააღმდეგება, მომიტევეთ, მაგრამ ასეა! ჩვენ იმისთვის გავჩნდით, რომ ქალები გვიყვარდეს, მათ ვეარშიყოთ და არა კაცებს ვეფლირტავოთ ან მათ მივცეთ ჩვენთან ღლაბუცის უფლება!”, - განაცხადა ალენ დელონმა და ამით აშკარად შეაცბუნა თავისი ქალიშვილი ანუშკა.

პროგრამის მეორე ნაწილში მან საკუთარი სიტყვები დააზუსტა: დაე, დაქორწინდნენ, ეს ფეხებზე მკიდია, მაგრამ არ მინდა, რომ მათ შვილის აყვანის უფლება მისცენ”.

როდესაც Twitter-ში ლგბტ-წარმომადგენელთა აღშფოთების ტალღა აზვირთდა და რადიოწამყვანმა მსახიობს მრისხანე გამოხმაურებები გააცნო, ალენ დელონმა განაცხადა, რომ ეს მისი თვალსაზრისია, რისი უფლებაც აქვს, და შემდგომი მსჯელობა უსარგებლოა.