აქტუალური
აჰმედ დავითოღლუ: “როცა მეზობელი ქვეყნის “მიწების მიტაცებაზე” უარს იტყვით, მაშინ შევძლებთ მეგობრები გავხდეთ”

1-akt-1-davidogluსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთში ვიზიტის შესახებ განცხადების შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ გაზეთ “Sabah”-თან ინტერვიუში ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობები წამოაყენა. მან განაცხადა: “როცა მეზობელი ქვეყნის “მიწების მიტაცებაზე” უარს იტყვით, მაშინ აღარ იარსებებს დაბრკოლებები იმისათვის, რომ მეგობრები გავხდეთ”.

დავითოღლუმ აღნიშნა, რომ კავკასიაში მშვიდობისათვის ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნა და აზერბაიჯანი-სომხეთის დიალოგში პროგრესია: “სარგსიანი ალიევს შეხვდა. ჩვენც გავმართეთ შეხვედრები. ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ერთად რუსეთში ვიზიტისას ვრცლად განვიხილეთ პრეზიდენტ პუტინთან კავკასიაში არსებული სიტუაცია”, - თქვა დავითოღლუმ, რომელიც ამტკიცებს, რომ ძირითადი ინიციატივა მათი მხრიდან მომდინარეობს.

NEWS.am