აქტუალური
ძლიერი სპირტიანი სასმელების გარე რეკლამირების წესი იცვლება

spirtiani-sasmelebiმთავრობა სპირტიანი სასმელების მიმართ მიდგომას ცვლის. „რეკლამის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ძლიერი სპირტიანი სასმელების გარე რეკლამირება 2015 წლის 1 იანვრამდე ხდება შესაძლებელი. დღეისათვის არსებული ნორმებით, ძლიერი სპირტიანი სასმელების რეკლამირება ქალაქის მოედნებზე, დასახლებულ პუნქტებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე 2011 წლის 1 იანვრამდე იყო დასაშვები.

რაც შეეხება სასმელების სატელევიზიო რეკლამას, დღევანდელი კანონმდებლობით დასაშვებია 23 საათის შემდეგ, ხოლო ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით კი, სპირტიანი სასმელების სატელევიზიო რეკლამა 20 საათის შემდეგ ნებადართული ხდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერ სპირტიან სასმელებს მიეკუთვნება ის სასმელები, რომელშიც სპირტის შემცვლელობა 14 %-ს აღემატება.