უცხოეთი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი მზად არის უკრაინასთან ექსპერტების დონეზე ითანაშრომლოს საბაჟო კავშირთან დაკავშირებულ საკითხებში, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს, თუმცა თუ ჩვენს მეგობრებს ერთობლივი მუშაობის სურვილი აქვთ, მზად ვართ საექსპერტო დონეზე მუშაობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა პუტინმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში.
„ჩვენი საინტეგრაციო პროექტი თანაბარუფლებიანობას, რეალურ ეკონომიკურ ინტერესებს ეფუძნება. თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ევრაზიულ პროცესს და მას სხვა საინტეგრაციო პროექტებს არ დავუპირისპირებთ, ცხადია, ევროპულ საინტეგრაციო პროექტსაც“, - განაცხადა პუტინმა.