უცხოეთი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეინ პსაკიმ განაცხადა.
„დეტალების განხილვას არ შევუდგები, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ სამომავლო პოლიტიკის დეტალებზე ვმსჯელობთ. ცხადია, რომ გადაწყვეტილება არაა მიღებული, მათ შორის, სანქციების დაწესებაზე. ამაზე დაწვრილებით საუბარს არ ვაპირებ“, - აღნიშნა ჯეინ პსაკიმ.რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად რის გაკეთებას ურჩევს აშშ უკრაინის ხელისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დიალოგს უნდა დაუბრუნდეს, გარდა ამისა, საკუთარ ხალხს მოუსმინოს.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს ღამით კიევის ცენტრში შეკრებილი უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრე მომიტინგეები შინაგანმა ჯარმა და სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბიეს.