სამართალი
ვანო მერაბიშვილი: „არც ერთი მოწმე არ არის, რომელიც ჩვენს ბრალეულობას ადასტურებს“

1-vania-sam-2საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე მერაბიშვილმა პროკურორებს მშიშრები უწოდა.

მე, მართალია, ყველა პროცესს არ ვესწრებოდი, მაგრამ მე და ჩემს დაცვის მხარეს არ გვქონია წინასწარ შეხვედრის შესაძლებლობა. ამით თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ გეშინიათ. არც ერთი მოწმე არ არის, რომელიც ჩვენს ბრალეულობას ადასტურებს. თქვენ ქურდობით ცდილობთ სასამართლოსაგან თქვენთვის სასურველი განაჩენის მოპოვებას,“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

პროცესზე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ისინი არ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ დღეს კვარიათის აგარაკის ეპიზოდზეც დაიკითხებოდნენ მოწმეები. პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ადვოკატი იტყუებოდა. ვანო მერაბიშვილმა კი ჩაჩავას განცხადებას სამარცხვინო  უწოდა.