უცხოეთი
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში, ევრომაიდანზე ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გრძელდება. გუშინდელი შტურმის მიუხედავად, მომიტინგეების რაოდენობა გამუდმებით იზრდება.
მომიტინგეებმა დაშლილი ბარიკადები აღადგინეს და ტერიტორიას ასუფთავებენ. ამ დროისთვის ევრომაიდნის ტერიტორიაზე "ბერკუტი" არ იმყოფება, ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ავტობუსებით დატოვეს ტერიტორია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროსადგური "კრეშჩატიკი" კვლავ გაიხსნა.
ევრომაიდანზე შეტევა გუშინ ღამის 1 საათზე დაიწყო, მომიტინგეები "ბერკუტს" წინააღმდეგობას მთელი ღამის განმავლობაში უწევდნენ.