უცხოეთი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთში სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებული კანონმდებლობის გამო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვივიან რედინგი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება.
"რა თქმა უნდა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე არ ჩავალ, ვიდრე რუსეთში სექსუალურ უმცირესობებს მოქმედი კანონმდებლობით მოეპყრობიან", - დაწერა ვივიან რედინგმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგზე.ვივიან რედინგი ევროკომისიაში იუსტიციის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საკითხებს ხელმძღვანელობს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმაც, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით პროტესტი გამოთქვა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ.