სამართალი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე 1971 წელს დაბადებული მოქალაქე კახაბერ ტ. დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქე კახაბერ ტ-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ მოსთხოვა შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის მაგივრად 150 000 ლარის ოდენობის ზიანი დაეფიქსირებინა.
სამართალდამცველებმა კახაბერ ტ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის დროს თბილისში დააკავეს.