აქტუალური
ირაკლი ალასანიას სატელეფონო საუბარი სენატორ ჯონ მაკკეინთან

1-aqt-3-telefoniსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხებს.

საუბრისას ირაკლი ალასანიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის ამერიკელ სენატორს მადლობა გადაუხადა.