უცხოეთი
„მომხდარი მაიდნიდან არ ყოფილა სანქცირებული. ეს იმ ჯგუფის ინიციატივაა, რომელმაც აღნიშნული ჩაიდინა“, - განაცხადა შევჩენკომ. დეპუტატის აზრით, ეს „ადამიანთა გარკვეული თვითორგანიზაცია“ იყო. თვითმხილველთა გადმოცემით, აქციის მონაწილეებმა ძეგლს თავზე ლითონის ბაგირი შემოახვიეს, მისი მეორე ბოლო ხეზე დაახვიეს და ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდეს. ასფალტზე დაცემისას სკულპტურას ხელი და თავი მოსტყდა, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა მისი მსხვრევა უროებით განაგრძეს.
ამავე დროს, დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევიდან მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც, მისი “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებული ცნობის თანახმად, „ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებთან რეგიონში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობდა“.