უცხოეთი
ნულანდი: “უკრაინა ან ანგარიშს გაუწევს თავის მოსახლეობას, ან მას ქაოსი ელოდება”

1nuland-ukrსაქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლება თავის მოსახლეობას ანგარიშს გაუწევს, ან მთელ ქვეყანას ქაოსი ელოდება, - ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

თელი მსოფლიო უკრაინას შესცქერის. ის ახლა ან ანგარიშს გაუწევს თავისი ხალხის ინტერესებს, ან განხიბლავს და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ქაოსსა და ძალადობას წააწყდეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა კიევში.

ნულანდი კიევში უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ამასთან, მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, აპირებს თუ არა ეწვიოს მაიდანს.