საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო. მიღწეულია შეთანხმება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility-ის მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში.
კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18-თვიანი ჩამორჩენა.