სამართალი
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა.
ასევე გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა დასაკითხი ოთახები. განახლდა სამედიცინო პუნქტი და კეთილმოეწყო გასასეირნებელი ეზო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების
დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება
მონიტორინგი. ასევე დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დროის რეალურ რეჟიმში 24-საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა.