რელიგია
პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ისეთი მოვლენები ვითარდება, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა.
“ეს უარყოფითი მოვლენები ადამიანს დააკნინებს, ეს არის ერთსქესიანთა ქორწინებები, იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ამის ხსენება ეკლესიაში არ შეიძლება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი, ხალხი გრძნობს ამ ცოდვას. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში, არ შეიძლება ჩვენ შევაჩეროთ, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას – ქართველი ხალხი არ მიიღებს”, – ბრძანა პატრიარქმა.