პუბლიკაციები
გაზეთ “ილორის” მთავარი რედაქტორის როლანდ ჯალაღანიას განცხადება

1analit-GEO-1-rolandსაქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი.
გაზეთ ილორი მთავარი რედაქტორის როლანდ ჯალაღანიას

მიმდინარე წლის ოქტომბერში სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა გაზეთ “ილორი”-ს მესამასე ნომრის გამოსვლის იუბილე, რომელზეც სხვა სტუმრებთან ერთად მოწვეული მყავდა ჩემი ნათესავი და მეგობარი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია. მოხდა ისე, რომ გაზეთის იუბილის შემდეგ გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ გამოცემული წიგნის _ “უცნობი პუტინი” _ პრეზენტაცია, რომელსაც ბატონი დავითი აღარ დასწრებია, რადგან ერთ-ერთ შეხვედრაზე მიეჩქარებოდა. პრეზენტაციას დავესწარი პირადად მე, როგორც ჟურნალისტი და, შესაბამისად, საკუთარი აზრიც გამოვთქვი ამ წიგნზე. დარბაზის დატოვებამდე კი, ბატონ დავითთან ჟურნალისტი გოგონა მივიდა და სთხოვა საკუთარი აზრი გამოეთქვა აღნიშნულ წიგნზე. მან, როგორც კულტურულმა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა წიგნის თაობაზე, თავიდან არ მოიშორა გოგონა, რაც ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტისა თუ პოლიტიკოსის მიერ გამოყენებული იქნა ამ  პიროვნების დისკრედიტაციისათვის, რადგან ბატონ დავითს დასწამეს, რომ იგი სპეციალურად იყო მისული ზემოთ ხსენებული წიგნის პრეზენტაციაზე, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს.

ჩვენ, წლების განმავლობაში, მიჩვეული ვიყავით ნაციონალებისა და მათი დამქაშების მიერ ქართველი ხალხისა თუ მისი მტერ-მოყვარის მისამართით გაკეთებული უაზრო, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაჟღერებას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საზიანოდ მუშაობდა. მაგრამ, ამ უკანასკნელ მოვლენასთან დაკავშირებულმა “ნაციონალურმა” აჟიოტაჟმა ყოველგვარ დასაშვებ ეთიკურ ნორმებს გადააჭარბა და მასობრივი ფსიქოზის სახე მიიღო. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ მხოლოდ ჩიორა თაქთაქიშვილის და სხვა გაბოროტებულთა მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს გაეცნობით!

ამ უგვანოებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ტუალეტში წასვლის ნებართვა ნაციონალებისაგან ან მათი თავქარქაშა ბელადი სააკაშვილისაგან უნდა აგვეღო. ამიტომ, ნამდვილად არ არის ჩიორა თაქთაქიშვილის და მის მსგავსთა საქმე, თუ სად წავალთ და რა კომენტარს გავაკეთებთ ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საქმეებზე. თუ სად მიგვიყვანა ნაცების მიერ გაჩაღებულმა ანტირუსულმა პოლიტიკამ, დიდი ახსნა არ სჭირდება და ახლა სრულიად საქართველოს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ ოდნავ მაინც დაარეგულიროს ურთიერთობები ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან, რომლის კეთილი ნების გარეშე გამორიცხულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ყველაზე უწყინარი ოცნებაც კი. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეთნიკურად და სულიერად აშკარად არაქართველ ნაციონალებს ამის დიდი სურვილი არასოდეს გააჩნდათ და არც ახლა გააჩნიათ.

როგორც დავადგინეთ, დავით ჯალაღანიას წინააღმდეგ გამართულ მთელ ამ ბინძურ კამპანიას სათავეში უდგას სააკაშვილის ერთ-ერთი ყოფილი უსუსური და უსახური მაღალჩინოსანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არაქართული და არაქრისტიანული პოზიციით!

შევახსენებ ამ და მის ზურგს უკან მდგარ სხვა არარაობებს: მშვიდობისა და შრომისმოყვარე კულაშელი ებრაელები სახელ იაკობს _ “ყობოიად” მოიხსენიებდნენ. ჰოდა, მინდა ვუთხრა “ყობოიაშვილს”, რომ ჭკუას მოუხმოს და მრუდე გზით ნუ აგრძელებს სიარულს, თორემ, ერთხელაც იქნება, ჭეშმარიტების კედელს მიანგრევს თავის ისედაც დანჯღრეულ ცხვირ-პირს!

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციების საფუძველზე დაიბადა იმის სერიოზული ეჭვი, რომ აღნიშნულ ჩინოვნიკს დახმარებას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ მაცაბერიძე და სწორედ მისი ძალისხმევით ხდება სოციალურ ქსელებში დავით ჯალაღანიას წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური ნაცოდვილარის გავრცელება.

და თუ ეს ფაქტი დადასტურდება, მაშინ მე გამიჭირდება შესაბამისი სახელი მოვუძებნო ამ პიროვნების, როგორც პედაგოგის ამგვარ საძრახის საქციელს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ადამიანის შანტაჟირება და მისთვის ლაფის მისხმა ძვალ-რბილში ჰქონდათ გამჯდარი სწორედაც რომ ნაციონალებს და თუ ბატონი მალხაზიც მათ “ლეგიონს” მიეკუთვნება, მაშინ აზრი არა აქვს მასთან მორალსა და ზნეობაზე საუბარს!

ბატომო მალხაზ, თუ თქვენ მართლაც მონაწილეობთ აღნიშნულ კამპანიაში, კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, რომ უკან გამოითხოვოთ სოციალურ ქსელებში თქვენ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური პასკვილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გპირდებით, რომ შესაბამისი განცხადებით მივმართავ უნივერსიტეტის რექტორატს, რათა აღნიშნულ ფაქტზე დაინიშნოს სამსახურებრივი მოკვლევა. ჩვენის ღრმა რწმენით, ადამიანს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უდანაშაულო ხალხის უსაფუძვლოდ დადანაშაულება, შანტაჟირება და ინსინუაციების ტირაჟირება, არ შეიძლება ადგილი ეკავოს უნივერსიტეტის ღირსეულ პროფესორ-მასწავლებლებს შორის!

ჯერჯერობით კი დავჯერდები იმას, რომ წინამდებარე განცხადებას ვაქვეყნებ გაზეთ “ილორში”, რომელსაც ასევე მოგაწვდით ელექტრონული ფოსტით. ხოლო თუ აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდება, მე მზად ვარ ბოდიში მოგიხადოთ გაზეთის მეშვეობით!

ველოდები თქვენგან ამომწურავ პასუხს!