აქტუალური
ბოლო სამი წლის განმავლობაში დასახლებაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქების 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამავე სოფელში ბათუმის ბატალიონის წინამორბედმა 42-ე ბატალიონმა IED ბომბების სამალავი აღმოაჩინა.
სოფელში შესვლის შემდეგ ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებთან მოლაპარაკება გამართეს. „გორდა II“ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ჯარისკაცებმა სასურველი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს და ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. კომბინირებულ ოპერაციაში ქართველ და ამერიკელ ქვეითებთან ერთად ჯავშანმანქანა MRAP-ებიც მონაწილეობდნენ. კოალიციის ჯარისკაცების საჰაერო უსაფრთხოებას უპილოტო საფრენი აპარატი და “სუპერ კობრა“ მოდელის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.