რელიგია
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე: “ჰომოსექსუალიზმი სასიკვდილო ცოდვაა!”

1-obsh-1-rel-1-romfeiსაქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეარხ “მეგასთვის” მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი სერაფიმე ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა საბერძნეთის პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც ხმა მისცეს ოჯახის შესახებ კანონში შესწორების შეტანას, რომლითაც ნებადართული ხდება ერთსქესიანი ქორწინებები, - იუწყება Romfea.

“სახელმწიფოს არ შეუძლია ეკლესიის დაუკითხავად შემოიღოს ახალი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას ეხება”, -ხაზგასმით აღნიშნა პირეის მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ უფლება აქვს ეკლესიიდან განკვეთოს ის პარლამენტარები, რომლებიც ხმას მისცემენ ახალ კანონს.

მეუფე სერაფიმე დარწმუნებულია, რომ “ერთსქესიან ქორწინებაში არ შეიძლება არსებობდეს არანაირი ფსიქოლოგიურად ჯანსაღი კავშირები”. მანვე შეახსენა, რომ “ჰომოსექსუალიზმი სასიკვდილო ცოდვაა”.

“ჩვენ ევროპის ჩვეულებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ჩვენს კონსტიტუციაში, რომლის ეპიგრაფია ხოტბა ყოვლადწმიდა სამებას, გაწერილია ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა - და ეს იდეოლოგია არ არის, ეს რეალობაა”, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ დასავლეთში “განათლებული” მღვდელმთავრების, კერძოდ, რომის პაპის განსხვავებული აზრიც არსებობს, მიტროპოლიტმა მკაცრად აღნიშნ, რომ “ერთიანი, წმინდა, სამოციქულო ეკლესიის აღრევა გზასაცდენილ მღვდლებთან საჭირო არ არის, ხოლო პაპი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იერარქი კი არა, ერესიარქია, რომელიც სახარებისეული ხარების დისკრედიტაციას ახდენს”.