აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა წააგო“

1aqtual-1-poziciaaსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით წააგო და საერთაშორისო საზოგადოებაში იმიჯი შეილახა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2”-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"რა წააგო რუსეთმა?! რუსეთმა წააგო ის, რომ მისი იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობაში, სადაც რუსეთი ცდილობს, რომ ითამაშოს თანამედროვე, დასავლური, ძლიერი სახელმწიფოს როლი, ამ ნაბიჯით ძალიან სერიოზულად არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით არ არსებობს მაღალი დონის შეხვედრა, სადაც რუსეთისთვის არ ხდება იმის შეხსენება, რომ მისი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც აკავშირებდა კულტურული, ემოციური, ისტორიული კავშირები, ეს ქვეყანა არის მის მიერ ასე სერიოზულად დაჩაგრული. ყველგან ხდება ამის ხაზგასმა. მეორე მომენტი - ვინ მოიგო ამით?! ჩვენმა თანამემამულეებმა ცხინვალში და ჩვენმა თანამემამულეებმა სოხუმში რამე მოიგეს?! რა პერსპექტივა აქვს იქაურ საზოგადოებას?! ჩვენ ამ პერსპექტივას ძალიან ცოტა ხანში ვაჩვენებთ, ჩვენ ვაჩვენებთ თანამედროვე ევროპულ საქართველოს, სადაც ცხინვალის მოქალაქეს ეჭირება პასპორტი, რომლითაც იოლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე გადაადგილდება ვენაში, ბერლინში და რომში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.