აქტუალური
საქინფორმს მიაჩნია, რომ თუ სააკაშვილი მაიდანზე გამოჩნდება, მას ოსები ან ჩეჩნები მოკლავენ, თუმცა სესიაშვილი სხვაგვარად ფიქრობს...

1aqtual-2-sesiaSსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 4 დეკემბერს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმ უკრაინაში უმცირესობის წევრთა ჩასვლასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთა.

“უმცირესობის ჩასვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის კიევში ჩასვლას, სააკაშვილს უნდა პარალელები გაავლოს ტიმოშენკოსა და მერაბიშვილს შორის და უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას, ვფიქრობ, არ გამოტოვებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის: მიუხედავად ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ხმებისა მიხეილ სააკაშვილის და მისი ბებიის კიევში ყოფნის შესახებ (რომლებსაც იმოწმებენ საზღვარგარეთის წყაროები), ამ ფაქტის დოკუმენტური დადასტურება (თვითმხილველთა მოწმობა, ფოტოები, მისი საჯაროდ გამოჩენის ან გამოსვლების ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები) დღემდე არ არსებობს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ზემოთ მოყვანილი განცხადების მიუხედავად, საქინფორმის ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ დღეს, საპრეზიდენტო იმუნიტეტის და დაცვის არარსებობის პირობებში, სააკაშვილს შეუძლია სადმე გამოჩნდეს, მითუმეტეს - აბსოლუტურად არაკონტროლირებად კიევის მაიდანზე. როგორც ცნობილია, ოსებმა მისი მოკვლის ფიცი ცხინვალში 2008 წლის ომის გამო დადეს, ჩეჩნებმა კი - 2011 წლის ლაფანყურის ოპერაციის გამო, ისინი, ჩვეულებრივ, საკუთარ სიტყვას ასრულებენ და სისხლის აღებას არ ივიწყებენ.