უცხოეთი
კიევში არეულობების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 9 კაცი დააკავეს

1ucx-2-sudსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლომ 1 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად მდებარე ბანკოვოს ქუჩაზე მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ 9 ახალგაზრდას აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„დანაშაულის სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საფრთხიდან გამომდინარე მუხლებით, რომელთა თანახმად ისინი ეჭვმიტანილი არიან, ასევე ყველა მტკიცებულების შესწავლით სამმა გამომძიებელ-მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, ცხრავე პირს პატიმრობა შეეფარდოს, - აცნობა „ინტერფაქსს“ კიევის პროკურორის პრესმდივანმა იანა სობოლევსკაიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მილიციის კორდონზე იერიში მიიტანეს ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა პროვოკატორებმა, რათა აქციის ძალისმიერი დარბევის ვარიანტის პროვოცირება მოეხდინათ. ამასთან, ქუჩაში იმყოფებოდა აქციის ბევრი მშვიდობიანი მონაწილე, რომლებსაც აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ დაპირისპირებებში, თუმცა წმენდისას დაზარალებულთა რიცხვში აღმოჩნდნენ.