შსს-მ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 4 დეკემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა სოფელ არაგვაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკ-74“, ,,ეფ-1“ ტიპის 1 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 2 დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 248 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).