აქტუალური
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
1aqt-3-monitoringiსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს, პოლიტიკურ მრჩეველ ალესანდრა რაგონინის და მეკავშირე ოფიცერ მარტინ კულიშეკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ბოლო დღეებში ქარელის და გორის რამდენიმე სოფელში რუსეთის  ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე.საუბარი ასევე შეეხო გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების 
მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების განახლების საკითხს.