სამართალი
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალში დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ელიზა ტატიშვილს ID ბარათში რუსეთის მოქალაქე ჩაუწერეს, - ამ ინფორმაციას "ტაბულა TV" ავრცელებს.
სწორედ ეს სახელი ერქვა ცხინვალს 1934-1961 წლებში. რამდენიმე წლის წინ აღებულ პირადობის მოწმობაში ელიზა ტატიშვილის დაბადების ადგილად ცხინვალია მითითებული.
ელიზა ტატიშვილის თქმით, მან ახალ ID ბარათში არსებული ხარვეზი გააპროტესტა, თუმცა, იუსტიციის სახლში მომუშავე ოპერატორმა განუცხადა, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა, რადგან კომპიუტერულ პროგრამაში ასე იყო მითითებული.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრის ცნობით, შეცდომას უახლოეს მომავალში გამოასწორებენ.