უცხოეთი
პრესკონფერეციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებით უკრაინის ბობოქარი მოვლენებისადმი, რაც ევროკავშირთან კიევის ასოცირებული წევრობის დაყოვნების სამთავრობო გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„უკრაინის მოვლენები რევოლუციას კი არა, ნგრევას ჰგავს. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად უკავშირდება უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ქვეყანაში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას წარმოადგენს.
ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ აქციები კიევში გარედან არის ორგანიზებული. ხოლო ოპოზიცია კიევში, შესაძლოა, ექსტრემისტების მოქმედებებისთვის შირმას წარმოადგენდეს.