უცხოეთი
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია და რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან მოლაპარაკება აწარმოა. ლიდერებმა განიხილეს რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში სომხეთის გაერთიანების პერსპექტივები.
სომხეთში 1.3 ათასამდე რუსული კომპანია მუშაობს. „ჩვენ სომხეთს საექსპორტო ბაჟს მოვუხსნით”, - განაცხადა პუტინმა.სომხეთის მხარემ, სერჟ სარქისიანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკურ ბლოკებად ქვეყნების გაერთიანება განვითარების სტიმულია. მან მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს მაღალი ტემპისთვის, რაზეც რუსეთის ლიდერმა მიუგო: „რუსეთის ფედერაცია არათუ არ წავა ამიერკავკასიიდან, არამედ რეგიონში თავის პოზიციებსაც განამტკიცებს“.
პრეზიდენტების თანდასწრებით ხელი მოეწერა ათზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის ბირთვული იარაღის სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივ შეთანხმებასა და 2014-2017 წლებისათვის ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური თანაშრომლობის პროგრამის რეალიზაციის გეგმას.