სამართალი
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. რუსთავის მეექვსე დაწესებულებასა და გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.
პატიმრები უკვე მე-12 დღეა შიმშილობენ. ისინი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, საქმეების თავიდან გადახედვას და შეკრებითობის პრინციპის სწორად წარმართვას მოთხოვენ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 საპყრობილეში ზემოაღნიშნული მოთხოვნებით 150 პატიმარი შიმშილობდა.
გუშინვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მოშიმშილეებს სოლიდარობას სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებების პატიმრებიც გამოუცხადებენ.