აქტუალური
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პოლიტიკას ტოვებს და ბიზნესში ბრუნდება.
საგანელიძის განარტებით, პოლიტიკიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ის ექიმი და ბიზნესმენია და სამედიცინო სფეროს ან ბიზნესსექტორს დაუბრუნდება.
კოალიციის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებმა და ბიძინა ივანიშვილმა საგანელიძეს მადლობა გადაუხადეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში გაწეული მუშაობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურა განიხილება.