რელიგია
„თუკი ევროპაში შესვლის ფასი კოსოვოს გამოყოფაა, მაშინ „მადლობას მოვახსენებთ“ ევროპას. თუ საჭიროა, ევროპის გარეშე, მაგრამ ჩვენს კოსოვოსთან დარჩენას ვამჯობინებთ“, - განაცხადა პატრიარქმა ირინეიმ 2013 წლის 10 ნოემბერს, საპატრიარქოში საერთაშორისო პანევროპული კონფერენციის მონაწილეთა მიღებისას. კონფერენცია ადამიანის უფლებებსა და რელიგიურ თავისუფლებებს ეძღვნებოდა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამონახოს გზა და სერბ ლტოლვილებს კოსოვოსა და მეტოქიაში დაბრუნების საშუალება მისცეს.