პოლიტიკა
ოტო ფონ ბისმარკი: “რუსეთის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია, უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ, როგორ კლავს ძმა ძმას”

1pol-3-bismarkსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.
საკუთარ თავში რუსის მოკვლა, ანუ საიდან წამოვიდა უკრაინა
“რუსეთის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია, უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ, როგორ კლავს ძმა ძმას. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ნაციონალურ ელიტაში მოღალატეების პოვნა და გამოზრდა, და მათი დახმარებით დიადი ხალხის ერთი ნაწილის თვითშეგნების იმგვარად შეცვლა, რომ ის შეიძულებს ყოველივე რუსულს, შეიძულებს საკუთარ ჯიშს და ვერც გააცნობიერებს ამას. ყველაფერი დანარჩენი - დროის საკითხია”, - თავადმა ოტო ფონ ბისმარკმა, რომელიც 1862 წელს მეფე ვილჰელმ I-მა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტის პოსტზე მიიწვია, 9 წლის შემდეგ იმპერიის კანცლერის პოსტზე პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება მიიღო. მაგრამ მანამდე დიდი ხნით ადრე, 1859-დან 1862 წლამდე, ფონ ბისმარკი გერმანიის ელჩი იყო რუსეთში, ამიტომ რუსებს კარგად იცნობდა და, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ისიც ესმოდა, რომ იარაღით რუსებს ვერ დაამარცხებ, ამიტომ გერმანიის სტრატეგიის დაგეგმვისას კანცლერი დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იდეოლოგიურ ომზე.

ფაქტობრივად, სწორედ ის, ოტო ფონ ბისმარკი, იდგა უკრაინის შექმნის იდეის უკან და აღიარებდა, რომ ტერმინი “უკრაინა” ძალიან მოსწონს. ბისმარკის რუკებზე უკრაინა ჩრდილო-აღმოსავლეთით სარატოვიდან და ვოლგოგრადიდან სამხრეთში მახაჩყალამდე იყო გადაჭიმული. უკრაინიზაციის პროგრამა ავსტრია-უნგრეთმა XIX საუკუნეში აამუშავა, ამას საფუძვლად ედო მალოროსების და გალიციელი რუსინების ხელახალი იდენტიფიკაცია ეგრეთ წოდებულ “უკრაინელებად”.

სხვათაშორის, არც ზომიერ “რუსოფობ” ტარას შევჩენკოს, არც “გაქანებულ” ლესია უკრაინკას არა აქვთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა “უკრაინელი”, “უკრაინელი ერი”, არამედ არის სლავები, მალოროსები, რუსინები. მაგრამ ფონ ბისმარკის გეგმებმა განხორციელება დაიწყო და, 1908 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, უკრაინელებად უკვე რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მცხოვრებთა 1%-მდე იწოდებოდა. გერმანიაში მეცნიერულად ამტკიცებდნენ, რომ რუსები - არ არიან სლავები და არიელებიც კი (თუმცა ტომები, საიდანაც გერმანელები და სლავები გამოვიდნენ, ასეც იწოდებოდნენ - სლავურ-გერმანული ტომები), არამედ მავანი მონღოლურ-ფინური ტომის წარმომადგენლები, “მანქურთები”. 1898 წელს გერმანიაში ამუშავდა “დამოუკიდებელი უკრაინელი ერის” შექმნის იდეა ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე ავტონომიის ფარგლებში. ვენას დაქვემდებარებულ პრესაში ცნებების “რუსეთი”, “რუსი” ნაცვლად ტირაჟირდებოდა ტერმინები “უკრაინა”, “უკრაინული” და ა.შ. გენერალი ჰოფმანის მემუარებში 1826 წელს წერია: “უკრაინის შექმნა არ არის რუსი ხალხის თვითმოქმედების შედეგი, არამედ ჩემი დაზვერვის საქმიანობის შედეგია”.

აი, ფრანგი კონსულის ემილ ენოს (1918 წ) აზრი: “უკრაინას არასოდეს ჰქონია თავისი ისტორია და ნაციონალური თავისებურებები. ის გერმანელების მიერ არის შექმნილი. სკოროპადსკის პროგერმანული მთავრობა ლიკვიდირებული უნდა იქნეს”. ფრანგული მხარის - პირველ მსოფლიო ომში რუსების მოკავშირეების გაგება ადვილად შეიძლება, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, ფაქტობრივად, შექმნის მომენტიდან,  სურსათით და სამრეწველო ნედლეულით გერმანელების სტრატეგიული მომარაგების საკითხებში თავისი პატრონის, გერმანიის მსახური გახდა, აგრეთვე - გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილი.

ფონ ბისმარკს გული შესტკიოდა თავის გერმანელ ხალხზე და გეგმავდა უკრაინას, როგორც ბუფერულ ტერიტორიას, ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის მიწების  რუსეთისგან გამყოფად, რადგანაც “რუსები პრუსიელებს ყოველთვის სჯობნიდნენ”, თუმცა - და ამაზე განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება - ომებში პირველები არ ებმებოდნენ.

ამგვარად, ყბადაღებული “დალასის გეგმა” ჯერ კიდევ ოტო ფონ ბისმარკის მიერ იქნა ინიცირებული, თუმცა მის დროსაც ეს პრინციპულად ახალი არ ყოფილა - ტომის (ოჯახის, ხალხის) დაყოფა მამულებად, მათი ერთმანეზე წაკიდება, ყველანაირად დასუსტება, დამონება.