საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. მრავალგზის დაპირების მიუხედავად, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება.
უსინდისობაა ის გარემოებაც, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით საქმე აღძრულია ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია „ქართუ ჯგუფის“ ან ივანიშვილთან ასოცირებული სხვა კომპანიების გაკოტრების მცდელობაში, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას დადასტურებულად ეთქვა უარი ამ პროცესზე.
ამდენად, ვინაიდან სამართლიანობის აღდგენის პროცესის წარმართვა იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა, მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, აიღოს მისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაზე და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
თენგიზ ომანიძე,
პარტიის პოლიტიკური მდივანი