აქტუალური
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის თანამდებობიდან გაცილების და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ გენერალ-მაიორ კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდება მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ცერემონიალზე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდების სამხრეები საზეიმოდ გადაეცა.
მოგვიანებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა გააფორმა.