პუბლიკაციები
Townhall: „ობამამ პუტინს ახლო აღმოსავლეთი დაუთმო, ჯერი ალასკაზეა...“

ucx-3-obamaსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ობამას ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ შედეგად ის მოიტანა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-მა რუსეთთან ყველა ფრონტზე წააგო. ისრაელი „განტევების ვაცად“ იქცა ირანთან შეთანხმებისას, პუტინი კონტროლს იღებს ევროპაში არა მარტო გაზის, არამედ ნავთობის მიწოდებაზეც, ხოლო შექმნილი ვითარება აშშ-სა და ევროპას შორის დასავლური ალიანსის არსებობას საფრთხეს უქმნის, - აღნიშავს Townhall-ის ავტორი.

კა-გე-ბეს აგენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას: მან ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მკაფიოდ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. „სირიიდან ლიბიამდე, ირანიდან ერაყამდე, რუსეთის პრეზიდენტმა შეძლო ბარაქ ობამას გაცურება და ამას დამანგრეველი შედეგები ექნება ამერიკის უახლოესი მოკავშირის - ისრაელისათვის“, - წერს ანალიტიკოსი ჯორჯ ჯარკესი აღნიშული გამოცემის საიტზე.