უცხოეთი
„აუღიარებელი რესპუბლიკების მიმართ სწორედ საქართველოსა და მოლდოვასთან საერთო მიდგომების გამოძებნის საჭიროება აიძულებს ილჰამ ალიევს, საერთო მაგიდას მიუჯდეს მათთან ერთად, ვინც საქართველოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ავიწროებს...“

nuzhdaსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. მხოლოდ მთიანი ყარაბაღი აიძულებს აზერბაიჯანს გუამის შემადგენლობაშ დარჩენას. სწორედ ეს, და არა ბუნდოვანი სარგებელი უკრაინაში და შემდგომ - პოლონეთში ან მთვარეზე აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტიდან, წარმოადგენს გუამში აზერბაიჯანის ყოფნის მთავარ მიზანს. სწორედ საქართველოსა და მოლდოვასთან საერთო მიდგომების გამონახვა აუღიარებელი რესპუბლიკების მიმართ აიძულებს ილჰამ ალიევს, ერთ მაგიდას მიუჯდეს მათთან, ვინც საქართველოში ეთნიკურ ქართველებს ავიწროებს, მალავს აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს უკრაინაში, თელავს თურქულენოვანი გაგაუზების უფლებებს მოლდოვაში, - ამ განცხადებას ИА РЕГНУМ-თან არასამთავრობო ფონდი „სვობოდნაია ევროპას” ხელმძღვანელი სერგეი სტეპენკოვი აკეთებს.

მისივე თქით, „აზერბაიჯანი უცხოა ვილნიუსში, სადაც მისმა წარმომადგენელმა აშკარად მოიწყინა „სანიტარული კორდონის“ ენთუზიასტთა შორის, ჩეინის ხელმძღვანელობით. აშშ-მა განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართა, რომ ბაქოსთვის თავი მოეწონებინა და აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების დასაცავ რიტორიკაზე უარი თქვა. თუმცა, ვილნიუსის კონფერენციის მთავარ მოვლენად მაინც არა ბაქოს, არამედ  ერევანის მონაწილეობა მიიჩნიეს. ილჰამ ალიევიც არასოდეს მიუჯდებოდა ამ ენთუზიასტებთან საერთო მაგიდას, თუნდაც რაიმე გარანტიის გარეშე, რომ გუამის მთავარი ავტორი დ ინიციატორი აშშ აზერბაიჯანის მზარდი დამოუკიდებლობის პირობებში ყარაბაღის მხარეს არ დაიჭერს. ალიევი არ ენდობა აშშ-ს, ამიტომაც ჩავიდა კიევში და დუმს მაშინ, როცა მისი ეკონომიკურად ხელმოკლე პარტნიორები გუამ-იდან ურცხვად იყოფენ მის ნავთობს“.