უცხოეთი
საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. პეტიცია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით თეთრი სახლის საიტზე გამოჩნდა და ამ დროისათვის 633 ხელმოწერა აქვს.
მიმართვის ავტორები უკმაყოფილო არიან იმით, რომ უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის მზადების შეჩერება გადაწყვიტა. „ჩვენ ვერ დავეთანხებით იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი მთავრობა უკრაინელ ხალხს დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების უფლებას ართმევს“, - აცხადებენ ავტორები და აშშ-სგან იანუკოვიჩისა და მისი მთავრობისთვის სანქციების შემოღების გარდა, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის აკრძალვას ითხოვენ.