უცხოეთი
იანუკოვიჩი: „უკრაინა ევროკავშირთან შეთანხებაზე ხელს მაშინ მოაწერს, როცა ამისთვის მზად იქნება“

ianukoviC-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს მაშინ მოაწერს, როცა ამისათვის ეკონომიკურად მზად იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც კი ჩვენთვის კომფორტულ დონემდე მივაღწევთ და როცა ის ჩვენს ინტერესებან შესაბამისობაში მოვა, როცა ნორმალურ პირობებზე შევთანხმდებით, სწორედ მაშინ ვისაუბრებთ ხელმოწერაზე. როდს იქნება ეს - მალე თუ ძალიან მალე, დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.

ხუთშაბათს უკრაინის მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხების გაფორმებისთვის მზადება. მინისტრთა კაბინეტმა მოტივაციად რუსეთსა და დსთ-სთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა დაასახელა. დოკუმენტზე ხელმოწერა ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბერს იყო დაგეგმილი.

უკრაინის ოპოზიციამ აღნიშული გადაწყვეტილება გააპროტესტა და მთავრობას -გადაყენებით, პრეზიდენტს კი იმპიჩმენტით დაემუქრა. კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება.