უცხოეთი
„კრასა როსიი-2013“-ის გამარჯვებული ანასტასია ტრუსოვა გახდა

krasaსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ქალაქ ვლადიმირის მკვიდრმა ანასტასია ტრუსოვამ სილამაზისა და ტალანტების ნაციონალური კონკურსის „კრასა როსიი-2013“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება.

კონკურსის ფინალში 51 გოგონა მონაწილეობდა.

ანასტასია ტრუსოვა 24 წლისაა. დამთავრებული აქვს ვლადიმირის სტოლეტოვის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტი, ამჟამად მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში სწავლობს. ანასტასია 168 სმ სიმაღლისაა, მისი ფიგურის პარამეტრებია 88-60-91.