საზოგადოება
აკაკი მინაშვილი: „ნებისმიერი მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა და მის შესაჩერებლად ნებისმიერ მექანიზმს გამოიყენებს“

akakiსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკიინაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივანიშვილის კეკლუცი ევრაზიულ კავშირთან ძალიან შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია ზურაბ აბაშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპასთან თავისუფალმა ვაჭრობამ შესაძლოა, რუსეთთან ვაჭრობას ზიანი მიაყენოს. ამიტომ განცდა და შიში იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება დაჰყვეს რუსეთის ამ ნებას, ხელმოწერამდე ერთი წლით ადრე, ძალიან სერიოზულია“, – აღნიშნა მინაშვილმა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უკრაინის დასავლური კურსის მხარდასაჭერად განცხადების შემუშავებაზე უარი თქვა.

მკვეთრი განცხადებები იქნებოდა პრევენციული მექანიზმი, რომ მომავალში რუსეთს აღარ ჰქონოდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველოში იგივე გააკეთოს“, – აცხადებს უმცირესობის წევრი, რომელიც საქართველოში უკრაინის სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს.

„ნებისმიერი მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით რუსეთისთვის არის სერიოზული პრობლემა და ნებისმიერ მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ ეს მოძრაობა შეაჩეროს. უკრაინა არის ამის მკაფიო მაგალითი. უკრაინას არც დაუმალავს, რომ ეს შანტაჟის შედეგია”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.