საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილი: "ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არის მართლაც ისტორიული, ვინაიდან მოხდება ასოცირების შეთანხმების პარაფირება"
aleksi-petriashviliსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ბრიუსელიდან ალექსი პეტრიაშვილი ლიტვაში, ქ. ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობაში.
ვიზიტს ვიწყებთ ბრიუსელში, შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განხილული იქნება ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, იქნება ჩვენი შეხვედრა ნატოს ელჩებთან და მანამდე ნატოს გენერალურ მდივანთან. ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი არის მართლაც ისტორიული, ვინაიდან მოხდება პარაფირება ასოცირების შეთანხმების და დაიწყება ევროკავშირში ინტეგრაციის უაღრესად მნიშვნელოვანი, საკმაოდ შრომატევადი და, ასევე, გამოწვევებით დატვირთული პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებამდე. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყება პარაფირებით, მომავალ წელს მოხდება ხელმოწერა და შემდგომ უკვე ძალაში შევა ეს შეთანხმება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.