პოლიტიკა
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების განცხადება

polit-1-arasaparlamentoსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში არსებული არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები უკმაყოფილო არიან ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული თვითმმართველობის კოდექსის პროექტით, რომელიც მათთან განხილული არ ყოფილა და, მათი მტკიცებით, „არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ გაუვლია ვენეციის კომისიის და სხვა კომპეტენტური ორგანოების ექსპერტიზა“„ქართული ოცნება“, ისევე როგორც მისი წინამორბედი ავტორიტარული მთავრობები, ცდილობს მოირგოს საარჩევნო გარემო, რათა უზრუნველყოს აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებზე არაკონკურენტულ გარემოში“ - ამტკიცებებ არასაპარლამენტო პარტიები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

1. დაუყოვნებლივ განახლდეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, რათა 2014 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის განვითარება;

2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განხილულ იქნეს ღია ფორმატში, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და განხორციელდეს აღნიშნული პროექტის საერთაშორისო ექსპერტიზა.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. “ახალი მემარჯვენეები” - ფიქრია ჩიხრაძე

2. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - ნინო ბურჯანაძე

3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

4. “თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა

5. “ევროპელი დემოკრატები”  -პაატა დავითაია

6. ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი

7. “სამართლიანი საქართველოსთვის” - სერგო ჯავახიძე

8. ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი

9. ქალთა პარტია - ხათუნა მაჭავარიანი

10. “ქართული დასი” - ჯონდი ბაღათურია

11. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - გიორგი თარგამაძე

12. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - რატი მაისურაძე