პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

polit-2-safr-ministrსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ნიკოლ ბრიკი მიიღო.

საფრანგეთი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ გზაზე, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს - ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა. მისი თქმით,ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას ქართულ მხარესთან, ამას მიანიშნებს ფრანგული კომპანიების ინტერესი იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება“.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო ერთ წელიწადზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება - ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ საფრანგეთის მხარესთან აქტიურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას საფრანგეთის დელეგაციის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.