უცხოეთი
უწინ ამ შეხვედრების შესახებ სააგენტო “როიტერი” იტყობინებოდა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წარმომადგენელზე დაყრდნობით. სააგენტო “ასოშიეითედ პრესის” მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ირანის ოფიციალურ პირებს 50-ჯერ მაინც შეხვდნენ, კერძოდ, ომანში. მედიის ცნობით, ამ საიდუმლო მოლაპარაკებებისას განიხილებოდა არა მარტო ირანის ბირთვული დოსიე, არამედ ვითარება სირიაში, ერაყსა და ავღანეთშიც.
„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა უკვე აღნიშნა, არავითარი მოლაპარაკება ირანსა და აშშ-ს შორის არ გამართულა“, - აცხადებს ირანული მედია.