უცხოეთი
ევროპის მოედანზე შეკრებილები კი მთავრობის შენობისაკენ დაიძრნენ, სადაც აქციის გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, მილიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეკრებილები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შენობაში შეშვებას არ აპირებენ.
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 28-29 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დადება აღარ მოხდება.