აქტუალური
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი.საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
თურქეთის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება. მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მიიპატიჟა. საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა, რომ ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.