პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა

pol-2-rasi-zadeსაქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასი-ზადემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. აზერბაიჯანის პრემიერის მილოცვაში ნათქვამია:
პატივცემულო ირაკლი ტარიელის ძევ,
მიიღეთ ჩემი მოლოცვა და კეთილი სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით.
ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ურყევი საფუძველია.

გამოვთქვამ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთქმედების გაგრძელების, მრავალმხრივი კავშირის გაფართოებისა და გაღრმავების  იმედს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობასა და აყვავებას.

პატივისცემით,

არტურ რასი-ზადე