უცხოეთი
„ამცახარა“ ოპოზიციის გამოსვლების წინ ვნებათაღელვის ჩაცხრომას ლამობს
amcaxara-ucx-3საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ ოპოზიციის მისამართით მორიგი განცხადება გააკეთა აფხაზეთის ძალაუფლების პარტია „ამცახარამ“. კრიტიკული რიტორიკის მიუხედავად, მისი პოზიცია გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციასთან დაკავშირებით გარკვეულად შერბილდა. გაზეთ „ჩემგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორის ინალ ხაშიგის აზრით, „ამცახარა“ ოპოზიციის გამოსვლების წინ ვნებათაღელვის ჩაცხრომას ლამობს.