სამართალი
საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდო ყოფილ პრემიერ–მინისტრს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.
![]() |